Biodiesel Georgia-მ 190 000 ლ ბიოსაწვავი აწარმოა

თბილისი (BPI) – კომპანია “ფრეგოს” დაფუძნებულმა ბიოდიზელის საწარმომ Biodiesel Georgia 1 წელში თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთის გადამუშავების შედეგედ 190 000 ლ ბიოსაწვავი აწარმოა.

Biodiesel Georgia-ს წარმოებული ბიოსაწვავი „ფრეგოს“ ქსელში B10 მარკის  სახით იყიდება.

წარმოებული ბიოსაწვავის შედეგად დაიზოგა 500 ტონაზე მეტი CO2 ის ემისია ატმოსფეროში.

Biodiesel Georgia-მ ბიოდიზელის საწარმოს განვითარებაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. ამ დროისთვის დასაქმებული 30 ადამიანი.

Biodiesel Georgia პარტნიორ 200 რესტორანთან, სასტუმროსთან და კვების სხვა ობიექტებთან ერთად ზრუნავს მეორადი ზეთის სწორ უტილიზაციაზე. კომპანია მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან რომელსაც სურს მოახდინოს მეორადი საკვები ზეთის გაუვნებელყოფა.

B10 – ბიოდიზელი ძირითადი პარამეტრებით აღემატება ნავთობდიზელს. გარდა ამისა, მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი მიღებულია ბიორესურსებისგან, ანუ არის განახლებადი, ეკოლოგიურად ყველაზე გამართლებული, სუფთა საწვავი.

ამავდროულად ის არ შეიცავს მძიმე ლითონებს და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო არ ბინძურდება ტყვიით, გოგირდის ორჟანგით, სხვადასხვა კანცეროგენებით თუ სხვა მავნე მინარევებით.

შემთხვევითი სიახლე

თიბისის ინიციატივები ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

თბილისი (BPI) – #თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, …