ბინალი ილდირიმი: საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება

თბილისი (BPI) – ბინალი ილდირიმმა პრემირმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ 19 ივლისს, ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა.

გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება.

შემთხვევითი სიახლე

Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსახურებას იწყებს

თბილისი (BPI) – Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსხურებას იწყებს. კომპანიის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი …