ბაზისბანკმა ხიზანიშვილის ქუჩაზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკმა გლდანის ფილიალი განაახლა. ხიზანიშვილის ქ. 20 ა-ში მდებარე სერვისცენტრი უახლესი აპარატურით აღიჭურვა.

მომხმარებელს სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს სრული საბანკო მომსახურება.

ბაზისბანკის ცნობით, აქტიურად გრძელდება ბანკის განვითარება და დედაქალაქსა და რეგიონებში სერვისცენტრების გაფართოება.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …