ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება – ობიექტი სებ-ის ყოფილ შენობაში განთავსდება

თბილისი (BPI) – ბათუმში სებ-ის ყოფილ შენობაში სასტუმროს განთავსება იგეგმება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, განმეორებით აუქციონზე ბათუმში, აბაშიძის ქუჩა N25/ და კ. გამსახურდიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა გამოიტანა.

ობიექტის საწყისი ღირებულება 4,95 მლნდოლარია და მისი გასხვისება 18 იანვარს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.

პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მინიმუმ 5 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება წარმოდგენოს. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში მინიმუმ 25 ნომერიანი სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები განათავსოს, რაშიც ინვესტორს არანაკლებ 5 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

შენობის ახალი მფლობელი ვალდებულია ასევე, რომ, ქალაქის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული წესებით, შენობის გუმბათში დამონტაჟებული საათის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღოს. დღემდე აღნიშნული საათის მოვლა-პატრონობას ბათუმის მერია ახორციელებდა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მზა მზარეული“ ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა …