აზერბაიჯანში მზის ენერგიას პირველად მიენიჭა სტატისტიკური მნიშვნელობა

თბილისი (BPI) – Abc.az-ის ცნობით, აზერბაიჯანში მზის ენერგიას პირველად მიენიჭა სტატისტიკური მნიშვნელობა: აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტმა ეს ყოველთვიურ ანგარიშში შეიტანა.

როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება, მზის ენერგიამ, 2015 წლის წარმოების პირველ კვარტალში, ელექტროენერგიის 0,3 მილიონი კვტ/სთ დაზოგა.

შედარებისათვის, ელექტროენერგიის დაზოგვის ქარის მექანიზმებმა, პირველ კვარტალში 2,2 მილიონი კვტ/სთ ენერგიის გენერაცია მოახდინა, რაც 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 2,4-ჯერ მეტია.

თუმცა, ალტერნატიული ენერგეტიკა, ქვეყნის ელექტროენერგეტიკის საერთო გენერაციასთან შედარებით, ჯერ კიდევ არაფერს წარმოადგენს – საერთო გამომუშავების 6411,6 მილიონი კვტ/სთ და 6120,7 მილიონი კვტ/სთ სასაქონლო წარმოების ელექტროენერგია კვარტალზე.

ibusiness.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …