ავსტრიული კომპანია საქართველოში ცეცხლგამძლე მინის წარმოების დაწყება სურს

თბილისი (BPI) – ავსტრიული კომპანია RHI MAGNESITA საქართველოში ცეცხლგამძლე მინის წარმოებით არის დაინტერესებული.

კომპანიის წარმომადგენლები აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს თამაზ შავაძეს შეხვდნენ.

თამაზ შავაძემ პოტენციურ ინვესტორებს რეგიონის საინვესტიციო გარემო გააცნო და საქართველოში კაპიტალდაბანდების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა.

RHI MAGNESITA-ს მსოფლიოს მაშტაბით დასაქმებული ჰყავს 40 000-მდე ადამიანი.

შემთხვევითი სიახლე

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

თბილისი (BPI) – დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო …