AtlasGlobal თბილისის მიმართულებით ფრენებს 16 ივლისიდან განაახლებს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შეასრულებს. რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიანიჭა.

შემთხვევითი სიახლე

თურნავა აზოტის მიერ ენერგოეფექტური სისტემის დანერგვას ენერგეტიკული რეფორმას უკავშირებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის თქმით, „რუსთავის აზოტის“ მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის …