ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ძეგვის სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ერთ–ერთი დიდი სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ძირითადი, ფუნდამენტური სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე ოთახებისა და დერეფნების რემონტი მიმდინარეობს. მალე სოფელს ევროპული სტანდარტების სასწავლო დაწესებულება შეემატება, სადაც მოსწავლეებს სწავლისთვის კომფორტული გარემო და ყველა საჭირო რესურსი ექნებათ. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები გაეცნენ.

ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში, კიდევ 30 სოფლის სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ათასწლეულის ფონდი მომავალი ოთხი წლის მანძილზე სულ საქართველოს რეგიონებში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს. ეს იმ სოფლების სკოლებია, სადაც კონტიგენტი დიდია და სკოლები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ.

შემთხვევითი სიახლე

ცოდნის კაფე

თბილისი (BPI) – “ძლიერი სოფლები შენდება ახალი ცოდნებითა და ახალი გამოცდილებებით დამუხტული ადამიანებით. ცოდნის კაფეც …