არჩილ მესტვირიშვილი

არჩილ მესტვირიშვილი: სებ-ს გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური ზეწოლის პირობებში უხდებოდა

თბილისი (BPI) –  2015 წელს ქვეყანამ ჯამურად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა. „საგარეო შოკის გამო, მნიშვნელოვნად იკლო საქონლის ექსპორტიდან  და ფულადი გზავნილებით მიღებულმა შემოსავლებმა. ასევე, შემცირდა მომსახურების ექსპორტი, კერძოდ, ტურიზმის ზრდა“, -2015 წელს  საქართველოს ეროვნული ბანკი  (სებ) აფასებს.

„მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო. გლობალურ თუ რეგიონულ დონეზე განვითარებულმა მოვლენებმა სირთულეების წინაშე დააყენა საქართველოს ეკონომიკა, რომელიც, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საკმაოდ მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ“, – განაცხადა GBC-სთან საუბრისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

აღნიშნულმა შოკმა გაუფასურების წნეხში მოაქცია  ეროვნული ვალუტა, დევალვაციამ 35%-ს გადააჭარბა. ამ დროს,  მცურავი რეჟიმისას, გარე შოკების შემთხვევაში გაცვლითი კურსი გარკვეულწილად ბუფერის როლს ასრულებს – გაუფასურებას მაკორექტირებელი  ეფექტი

კონკურენტუნარიანობა ნარჩუნდება, ექსპორტი სტიმულირდება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მცირდება სამომხმარებლო საქონლის იმპორტი და ადგილობრივი პროდუქცია ანაცვლებს.  შედეგად, შოკის ფონზე წარმოქმნილი დისბალანსი ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

„არსებულ ვითარებაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ბაზარზე ჩარევა კურსის დასტაბილურების მიზნით გამოიწვევდა მხოლოდ რეზერვების ხარჯვას და არ იქნებოდა ეფექტიანი“, – აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მან კურსის შენარჩუნებისთვის რეზერვების ხარჯვის მიზანშეუწონლობაზე  გაამახვილა ყურადღება, რომ ხელოვნურად  გამყარებულ ნიშნულზე შენარჩუნება კონტრპროდუქტიულია და უარეს შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ეკონომიკა. რაც მოხდა რეგიონის იმ ქვეყნებში, სადაც ამის მცდელობა იყო.

არჩილ მესტვირიშვილი სებ-ის 2015 წლის საქმიანობას  დადებითად აფასებს:

„სებ-ს, ისევე როგორც მთლიან ეკონომიკას ფუნქციონირება უწევდა ძლიერი საგარეო შოკის  და მისგან გამომდინარე გაუფასურების წნეხის პირობებში. სებ-მა  სწორი პოლიტიკის გატარებით გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი.  წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გაუფასურებით გამოწვეულ გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებით იყო განპირობებული.

2015 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ სებ-ს გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეწოლის პირობებში უხდებოდა, მსგავსად რეგიონის სხვა ქვეყნებისა. ძლიერი იყო ეროვნული ბანკის დისკრედიტაციის მცდელობა.

სებ-ის რეფორმები, შეფასებები
გაუმჯობესდა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები და საოპერაციო ჩარჩო. შედეგად, ბანკები ლიკვიდობის მართვისთვის ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებს უფრო აქტიურად იყენებდნენ,  რამაც გააუმჯობესა მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემა ეკონომიკაზე. დაინერგა მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირებისთვის, გაფართოვდა რეფინანსირების სესხებისთვის გირაოს ბაზა, ეროვნული ბანკის ხელშეწყობით კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება.

გატარებული რეფორმები აღიარებული საერთაშორისო საფინანსო  ინსტიტუტების მიერ ამის ნათელი დასტურია EBRD-სა, IFC-ის და ADB-ის მიერ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაზე – GITI 2015, „ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების“ ნომინაციაში წელსაც გაიმარჯვა და ლიდერის პოზიცია უკვე მესამედ  მოიპოვა.

2015 – საბანკო სექტორისთვის
წლის მთავარ გამოწვევა აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო,

გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის შენელება უარყოფითად აისახება მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე, ასევე პორტფელის ზრდაზე. ამასთან, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის არსებული ხარისხის, კაპიტალიზაციის, საოპერაციო მომგებიანობისა და აქციონერთა სტრუქტურის პირობებში, ფინანსური სექტორის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

2015 – ფისკალური წელი
2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7% შეადგინა. მოცემულ პირობებში აღნიშნული დეფიციტი ფისკალური მდგრადობის ნორმის ფარგლებშია.

gbc.ge

შემთხვევითი სიახლე

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსულებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი (BPI) – გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე …