Apple სმარტფონების ბაზრის 18 %-ს აკონტროლებს

თბილისი (BPI) – ანალიტიკური კომპანია Gartner-ის კვლევის თანახმად,  ამერიკული კორპორაცია Apple,  სმარტფონების ბაზრის 17,9%-ის აკონტროლებს.  ანალიტიკოსების აზრით  ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კვლევამ აჩვენა, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზრის ლიდერი Samsung -ია(24,2%). წელს Apple-მა ბაზარს 60 მლნ სმარტფონი მიაწოდა, ხოლო გასულ წელს კი 43 მლნ სმარტფონი. ანალიტიკოსები Apple-ის გაყიდვების ზრდას აზიის ბაზარზე გააქტიურებით ხსნიან.Apple-ის წარმატების ფონზე ბაზარზე Android -ის წილი 2 %-ით შემცირდა. .

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და  კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატის“ …