APM Terminals-ი მფლობელებს ფოთის საკონტეინერო ავტოსადგომიდან ავტომობიელის დროული გაყვანისკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიიდან ავტომანქანების დროულად გაუყვანლობა ფოთის ნავსადგურს პრობლემებს უქმნის.

APM Terminals-ს საკონტეინერო ტერიტორიის ავტოსადგომის გადატვირთულობის გამო, კონტეინერების გახსნის მაჩვენებლის 40%-ით შემცირება მოუხდა, რამაც გაზარდა მომსახურების გაწევის დრო.

კომპანია უკვე დაუბრუნდა ჩვეულ საოპერაციო ტემპს და საკონტეინერო ტერიტორიაზე დღიურად 80 და მეტი კონტეინერის გაიხსნება. თუმცა, APM Terminals-ში შიშობენ, რომ ვითარება შესაძლოა კვლავ გაუარესდეს, თუ ავტომანქანების ნავსადგურიდან გაყვანა არ მოხდება კონტეინერების გახსნიდან უმოკლეს დროში.

ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიაზე ტვირთების სწრაფად მოძრაობის წასახალისებლად, 24 აგვისტოდან ძალაში შედის ახალი ტარიფები, რომელთა მიხედვითაც 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება ავტომანქანებზე, რომლებიც საკონტეინერო ტერიტორიას დატოვებენ მათი კონტეინერიდან გამოყვანიდან 3 დღის ვადაში.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …