ანალიტიკოსების ვარაუდით, iPhone 8-ის 256 GB-იანი მოდელის ფასი $1099 იქნება

თბილისი (BPI) – Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, iPhone 8-ის 128 GB-იან მოდელის ფასი 999 დოლარი იქნება, 256 GB-იანი მოდელის – 1099 დოლარი.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების გათვლებით, ფასის ზრდა განპირობებულია არა ხარჯების გაზრდით, როგორც ეს ადრე იყო დაანონსებული, არამედ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ გზით კომპანიის მთლიანი მოგებას გაზრდის. ამ ფონზე გაძვირდება Apple-ს აქციებიც და გაიზრდება კომპანიის კაპიტალიზაცია.

Goldman Sachs-ი ვარაუდობს, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლის“ აქციის ფასი შესაძლოა 170 დოლარამდეც კი გაიზარდოს. ასეთ ვითარებაში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებაზე BAG ბიზნესის პოზიციას განმარტავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, …