ანალიტიკოსები: 5G-სერვისები 2020 წელს გაეშვება და აბონენტთა რაოდენობა სწრაფი ტემპით გაიზრდება

თბილისი (BPI) – Ovum-ის ანალიტიკოსების პროგნოზით მსოფლიოში მეხუთე თაობის ქსელის (5G) აბონენტების რაოდენობა სწრაფი ტემპით გაიზრდება.

5G-სერვისების გაშვება 2020 წლისთვის იგეგმება, თუმცა მანამდე სატელეკომუნიკციო სფეროში მეხუთე თაობის მობილურ კავშირს უკვე ინტენსიურად იყენებენ და ტესტავენ.

აღსანიშნავია, რომ Ovum-ის ანალიტიკოსების წინა პროგნოზის მიხედვით, 2021 წლისთვის 5G აბონენტების რაოდენობა 24 მლნ-ს მიაღწევს. მიმდინარე ეტაპისთვის ეს შეფასებები გადაიხედა და ახალი ანგარიშით 2022 წლისთვის „მეხუთე თაობა“ 389 მლნ აბონენტი იქნება. GSMA-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის მათი რაოდენობა 1,1 მლრდ-ს მიაღწევას.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …