ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰოსპიტალიზებულია

თბილისი (BPI) –  როგორც Reuters–ი იუწყება ჯონ კერი ვერტმფრენით ჟენევის ერთ–ერთ საავადმყოფოში  გადაიყვანეს. მიზეზი  ტრავმაა რომელიც სახელმწიფო მდივანმა,  საფრანგეთის პატარა ქალაქ სენზეში ველოსიპედით სეირნობისასა მიიღო. კერის ფეხი აქვს დაზიანებული და როგორც ექიმები იტყობინებიან რაიმე სერიოზული გართულება მოსალოდნელი არ არის.  ჯონ კერი   ევროპაში, კერძოდ შვეიცარიაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან,ჯავად ზარიფთან მართავდა მოლაპარაკებებს.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …