ალდაგსა და ილიაუნის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერეალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა ნინო პატარაიამ მოაწერეს.

თანამშრომლობის მიზანია, დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამების გზით, ალდაგმა ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დღესვე, ალდაგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ანა სიჭინავამ ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „პიროვნული განვითარების როლი კარიერის შექმნაში“.

სემინარზე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ თუ რა არის საჭირო კარიერის სწორად მართვისა და პიროვნული განვითარებისთვის. ალდაგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სტუდენტები, ასევე, გაეცნენ კომპანიაში არსებულ ვაკანსიებს და შეავსეს სააპლიკაციო ფორმები. ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების შექმნა სადაზღვევო კომპანია ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამ კუთხით, უკვე თანამშრომლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. თვის ბოლომდე კი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ასევე გაფორმდება თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან.

შემთხვევითი სიახლე

საკარანტინო ზონას სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული აკონტროლებს

თბილისი (BPI) – საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური …