ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა

თბილისი (BPI) – დაანონსებული, ახალი საბანკო რეგულაციები აღარ ამოქმედდება.

ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ რეგულაციების პროექტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ტექნიკური დეტალები ზუსტდება. მთლიანობაში პროექტი გამარტივდა და შემოკლდა.

პროექტის მიხედვით, 1 ნოემბრიდან იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. ძველი პროექტით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …