airBaltic-ი IPO-ს გეგმავს

თბილისი (BPI) – ლატვიურმა ავიაგადამზიდავმა airBaltic-მა შესაძლოა IPO განახორციელოს.

Air Transport World-ი წერს, airBaltic-ი ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების განთავსებას 2019 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში გეგმავს.

airBaltic-ს პრივატიზაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც გერმანელი ინვესტორის ხელში ავიაკომპანიის აქციათა 20%-ი გადავიდა. მოლაპარაკებების შემდეგ კი მისი წილი სხვა კერძო პირებმა შეიძინეს. სამომავლოდ კი სახელმწიფო მასზე რიცხული ავიაკომპანიის გასხვისებას განიხილავს. ყველაზე კარგი ვარიანტი კი აქციების სტრატეგიულ პარტნიორებზე გაყიდვაა.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …