Air Malta თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Air Malta იწყებს. რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 4 ივლისიდან 18 სექტემბრამდე,  კვირაში 1 სიხშირით ხუთშაბათობით შესრულდება.

ფრენები  Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 14 ივნისს მიანიჭა.

Air Malta მალტის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც ორმოცამდე მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს და წელს, ოპერირების დაწყებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.

შემთხვევითი სიახლე

ავიაბაზრის 15%-ს Wizz Air-ი ფლობს

თბილისი (BPI) – 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ …