აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი ევროინსი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა. კომპანია “აისი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა.  

შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასასრულებლად საქართველოს ეწვივნენ Euroins Insurance Group (EIG)-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი და დირექტორთა საბჭოს წევრი ჩაატაი ულუდაგი ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ ჩაატაი ულუდაგი ევროინს ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს შეუერთდება სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე.

„აი სი ჯგუფი“ ამიერიდან „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ, თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

ქართული სადაზღვევო კომპანიის შერწყმა არის EuroinsGroup-ის  განვითარების სტრატეგიის ნაწილი. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად Euroins Group-ის წარმომადგენლები, ჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურზრდას და სადაზღვევო სექტორის დინამიურად განვითარების პროგნოზს ასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საქართველოში გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობა და ზედამხედველობისსამსახურის როლი, რომელმაც ოპერატიულად გასცა ნებართვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარიგების წარმატებით დასრულებაში.

„საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობისქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად.  „აი სი ჯგუფის“ სახით  ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთაგუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მზადყოფნა ცვლილებისათვის და რაც მთავარია, უნარიგანახორციელოს  ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანიგეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია,  მაღალიხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე,განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში“ – განაცხადა „ევროინსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეორგი მარკოვმა.

გარდა უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა,Euroins Insurance Group (EIG) საქართველოში დასავლური გამოცდილების და ცოდნის იმპორტსაცგანახორციელებს. დაგეგმილია კომპანიის თანაშრომლების როტაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიევროინს ჯგუფში შემავალ სადაზღვევო კომპანიებში და ტრეინინგ ცენტრებში, ასევე, იგეგმებაუცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც კომპანიას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისსაშუალებას მისცემს.

ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტებისსრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს – ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა დაუკრაინაში. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა 2017 წელს ევროინს რუმინეთს (ევროინს ჯგუფისუმსხვილესი შვილობილი კომპანია) მიანიჭა დამზღვევის ფინანსური სიძლიერის (IFS) რეიტინგით“BB-“. ევროინს ჯგუფი არის ევროჰოლდ ბულგარეთის შვილობილი კომპანია, რომლის აქციებიცგანთავსებულია BSE-Sofia და WSE საფონდო ბირჟაზე. ევროჰოლდ ბულგარეთი ორიენტირებულიაარასაბანკო ფინანსური მომსახურებისა და აქტივების მართვაზე.

“აისი ჯგუფი“  დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მას შემდეგ მომხმარებელს სადაზღვეევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და  საქართელოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.

ამჟამადკომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, ზოგ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.  

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …