Adidas-ი რამდენიმე ბრენდს ყიდის

თბილისი (BPI) – სპორტული პროდუქციის მწარმოებელი Adidas AG გოლფის მიმართულებით საკუთარ ბრენდებს TaylorMade, Adams Golf-სა და Ashworth-ს ყიდის.

ახალი მფლობელი KPS Capital Partners-ი იქნება, რომელიც ბრენდებს 425 მლნ დოლარად დაეუფლება. გარიგება რამდენიმე უწყებამ უნდა დაადასტუროს და ნებართვა გასცეს. სავარაუდოდ, გარიგება წლის ბოლოს დასრულდება.

Adidas-მა გოლფის ბრენდები გასაყიდად 2016 წლის მაისში გამოიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ Adidas-ის კონკურენტმა Nike Inc-მა გოლფის ხაზზე უარი უკვე განაცხადა.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …