აჭარაში შარშან 21 მლნ ლარის ქონების პრივატიზაცია განხორციელდა

თბილისი (BPI) – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შარშან 154 ობიექტი გაასხვისა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, გასულ წელს პირობებიანი აუქციონის ფორმით 14 უძრავი ქონების პრივატიზაცია განხორციელდა, რომელთა საბოლო საპრივატიზებო ღირებულებამ 3 008 075 ლარი და 6 648 350 აშშ დოლარი შეადგინა, ანუ სულ (1აშშ დოლარი 2.40 ლარი) 18 964 115 ლარი.
ასევე 2015 წელს უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებულია 23 უძრავ-მოძრავი ქონება, რომელთა საბოლო საპრივატიზებო საპრივატიზებო ღირებულებამ 1 087 132 ლარი და 322 156 აშშ დოლარი შეადგინა, ანუ სულ (1 აშშ დოლარი 2.40 ლარი) 1 860 310 ლარი გასული წლის მონაცემებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულია 117 უძრავ-მოძრავი ქონება მათ შორის 112 საცხოვრებელი ბინა; საბოლო საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგინა 77 369 ლარი.
2015 წელს პრივატიზირებული 154 უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზებო ღირებულებამ 4 172 576 ლარი და 6 970 506 აშშ დოლარი შეადგინა, ანუ სულ (1აშშ დოლარი – 2.4 ლარი) 20 901 130 ლარი.
2015 წლის წლიური არაკლასიფიცირებული კაპიტალური შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 10 374 000 ლარით, აჭარის ა.რ ბიუჯეტში ფაქტიურმა შემოსავლებმა შეადგინა 16 318 600 ლარი. 2015 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იჯარით გაიცა სულ 36 უძრავი ქონება, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 10 340 ლარი და 48 363 აშშ დოლარი. სულ (1აშშ დოლარი 2.40 ლარი) 126 420 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან $50 მლნ-ის რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ტრანზაქცია …