939 აფთიაქი, რომელიც მედიკამენტების ურეცეპტოდ გასცემდა დაჯარიმდა

მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის 939 აფთიაქი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, სააგენტომ ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი დაფიქსირდა განმეორებით.

„სამართალდარღვევა როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის, მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. ცვლილების მიხედვით მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. ამასთანავე დაინერგა, წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა.

1 მარტიდან 16 სექტემბრამდე 1 522 640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956 000 დანიშნულება.

რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით ხორციელდება,“- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …