9 თვეში, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტმა 26.7 მლნ მგზავრს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტმა 26.7 მლნ მგზავრი გაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ოპერატორი კომპანია ავრცელებს.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში რეისების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იანვარ-სექტემბერში აეროპორტში სულ 172 003 რეისი განხორციელდა.

სექტემბერში საბიჰა გოგჩენის აეროპორტმა სულ 3 მლნ 149 ათასი მგზავრი გაატარა.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი სკოლების ფინანსურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს

თბილისი (BPI) – სებ-ი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის, პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს, “სკოლა-ბანკის” პროგრამის ფარგლებში, Child and …