8 მარტს, ქალი მეწარმეები გორში უკრაინის მხარდასაჭერ გამოფენა-გაყიდვას გამართავენ

8 მარტს, ევროკავშირისა და სავაჭრო პალატის მხარდაჭერით,  ქალი მეწარმეები გორში უკრაინის მხარდასაჭერ გამოფენა-გაყიდვას გამართავენ!
ღონისძიება CENN-ის ორგანიზებითა და  გორის მუნიციპალიტეტის  მერიასთან პარტნიორობით ტარდება.
💛💙 გამოფენა-გაყიდვის მიზანია, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვა, მეორე მხრივ კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 15 ადგილობრივი ქალი, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ და ტიპის ნივთებს, საკვებ პროდუქტებს, მცენარეებს და სხვა.
ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.
ქალი სოციალური მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, შადრევანთან მოეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

BOARDROOM საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ

საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM  საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია საქართველოს ტურიზმის …