30-წლიანი რეკორდი – საერთაშორისო ბაზრებზე თითქმის 78 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

იანვარ-ნოემბერში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 184,1 მლნ დოლარი მიიღო,  რაცგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცე-მერისთვის ხელფასების გაზრდას უარყოფს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის …