28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 50%-ით გაიზარდა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,977 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

შემთხვევითი სიახლე

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის …