26 ოქტომბერს აუქციონზე 85 მლნ ლარის ​ბენჩმარკ ობლიგაციების გასხვისება იგეგმება

26 ოქტომბერს აუქციონზე 5-წლიანი 85 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ​ბენჩმარკ ობლიგაციების გასხვისება იგეგმება.

გალტ ენდ თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის 19 ოქტომბერს 10-წლიანი 25.0 მლნ ლარის (8.0 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახ. 1.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, რომელიც 2021 წლის ივლისში გაიმართა, 0.313პპ-ით გაიზარდა და 9.248% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მოზიდული პრემია 5.1%-ით გაიზარდა – „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიას წინა წლის ანალოგიურ …