2022 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმს – 436 000 000 ლარს შეადგენს

2022 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმს – 436 000 000 ლარს შეადგენს. 2021 წელთან შედარებით ზრდა 21 778 200 ლარია.
📈ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია შემოსავლებიდან მისაღები თანხებით, რაც 28 562 800 ლარით გაიზარდა და 332 500 000 ლარს შეადგენს.
🔹ბიუჯეტი აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. ჯაბა ფუტკარაძემ საბიუჯეტო პარამეტრებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
🔹აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი-10 954 100 ლარით გაიზარდა და 134 785 300 ლარს შეადგენს.
🔹აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი – 620 600 ლარით გაიზარდა და 60 620 600 ლარს შეადგენს.
🔹აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი – 3 628 000 ლარით გაიზარდა და 13 275 000 ლარს შეადგენს.
🔹აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი – დაახლოებით 1 მლნ ლარით გაიზარდა და 28 121 900 ლარია.
🔹აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი – 7 099 300 ლარით გაიზარდა და 71 000 300 ლარს შეადგენს.
🔹მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი – 14 507 800 ლარით გაიზარდა და 135 660 000 ლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …