2022 წელს ტურიზმის შემოსავლებს 2019 წლის 80-85%-ზე ვპროგნოზირებთ – Galt & Taggart 

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2022 წელს ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 80-85%-ს დაიბრუნებს. მათივე შეფასებით, იანვარში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონის 80% შეადგინა.

როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, 2022 წლის იანვარში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის იანვრის დონის 53.5% შეადგინა.

“რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით (45%). ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორები კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ჩვენი შეფასებით იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონის 80% შეადგინა, რაც თანხვედრაშია ტურიზმის აღდგენის დინამიკის პროგნოზთან (2022 წელს ტურიზმის შემოსავლებს 2019 წლის 80-85%-ზე ვპროგნოზირებთ).”, განმარტავენ Galt & Taggart-ში .

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …