2021 წლის მონაცემებით, “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული

2021 წლის მონაცემებით, “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული. სემეკის ინფორმაციით, “ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი მოხმარებისთვის ელექტროენერგია გამოიმუშაონ განახლებადი ენერგიების გამოყენებით. ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდონ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მათ მოხმარებას – გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღონ შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

🟢მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე 500 კილოვატია.

შემთხვევითი სიახლე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის …