2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 3.2%-ით გაიზარდა – ნათია თურნავა 

2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია.

„მნიშვნელოვანია, რომელ დარგებში ხდება ზრდა. პირველ რიგში, ესაა საფინანსო სექტორი. ასევე ეს არის ენერგეტიკა, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპული სახელმწიფოები და თურქეთი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემობას, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგებულია. 2021 წლის მესამე კვარტალში 2-ჯერ მეტად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 293.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. „ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის …