2021 წელს 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც –  ლაშა ხუციშვილი

2021 წელს 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19 მილიარდ 799 მილიონ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 22 მილიარდ 260 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მისი თქმით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2021 წელს, ჯამში, 4 მილიარდ 768 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც მშპ-ს 8,1%-ია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 9%-ზეა დაგეგმილი, რაც ისტორიული მაქსიმუმია კაპიტალური ხარჯებისა ქვეყანაში.

„რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს – ჯამში, მიიმართა მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 188 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მოსახლეობის სოციალური დახმარებების კუთხით მიიმართა – 410 მილიონ ლარამდე, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით – 335 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, საშემოსავლო და ქონების გადასახადში დაწესებული შეღავათების ეფექტი 250 მილიონ ლარზე მეტი იყო”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გასულ, 2021 წელს ქვეყანამ მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და სრულად დაფინანსდა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ხარჯები. ასევე, თანხები მიიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად და ამავდროულად, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტიც და მთავრობის ვალიც.

შემთხვევითი სიახლე

მეორე კვარტალმა მოხსნა რეკორდი DDoS შეტევების ხანგრძლივობით

2022 წლის აპრილ-ივნისში, DDoS შეტევების მაქსიმალური ხანგრძლივობის რეკორდი რამდენჯერმე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „კასპერსკის …