2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს

2021 წელი გამორჩეული იყო ქართული ექსპორტისათვის. ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, პირველად გაადააჭარბა 3 მილიარდ დოლარს (3127 მლნ დოლარი) და ზუსტად 2-ჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს (1561 მლნ დოლარი). 2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.
ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ახალი ხილის ექსპორტის ღირებულებამ, 2021 წელს, 213 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (118 მლნ აშშ დოლარი), მანდარინი (26 მლნ აშშ დოალრი), ატამი და ვაშლატამა (29 მლნ აშშ დოლარი), ვაშლი (8 მლნ აშშ დოლარი), ხურმა და კარალიოკი (6 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (6 მლნ აშშ დოლარი).
2021 წელს, ახალი ბოსტნეულის ექსპორტმა 28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კარტოფილი (17 მლნ აშშ დოლარი), პომიდორი (3 მლნ აშშ დოლარი), მწვანილი (4 მლნ აშშ დოლარი).
ასევე, 2021 წელს, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: მინერალური და მტკნარი წყლები (142 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (58 მლნ აშშ დოლარი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცოცხალი) (33 მლნ აშშ დოლარი), ცხვრები და თხები (ცოცხალი) (26 მლნ აშშ დოლარი).
კონკურენტუნარიანი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. არსებული სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, მორგებულია ყველა იმ საჭიროებაზე, რაც პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის მუდმივად მზარდ დინამიკას უზრუნველყოფს.
შესაბამისად, სულ უფრო მცირდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. აგროსასურსათო სექტორში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი 72%-ით შემცირდა.

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …