2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით1 დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მლნ. ლარი შეადგინა

2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით1 დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (76,6 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 8,8 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,6 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

2020 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2178,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით. 2020 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1779,2 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 36,0 ათას კაცს, რომელთაგან 61,1 პროცენტი ქალი იყო. 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 620,2 მლნ. ლარი შეადგინა2 , საიდანაც 40,0 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16,0 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 7,9 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6,1 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1,8 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება. 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 378,7 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 51,9 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,1 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 5,7 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,9 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,2 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (25,2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

 

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …