2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 191 ლარი შეადგინა

2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით (61.5 ლარით) გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა.

2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პროცენტით).

2020 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 952.2 ლარით, ხოლო კაცების – 1 407.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში – 9.6 პროცენტი, კაცებში – 3.4 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2020 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 260.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2019 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 6.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 024.4 და 1 284.9 ლარი შეადგინა.

2020 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 5.3 პროცენტით გაიზარდა და 1 222.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 102.4 ლარი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 0.1 პროცენტით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (1 913.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 18.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2020 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.3 პროცენტით და 1 135.7 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …