2019 წელს $78 მილიონის ელექტროენერგიაა შესყიდული – G&T მოხმარების კრიტიკულ ზღვარზე

თბილისი (BPI) – ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტმა 2019 წელს 70.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

G&T-ს ინფორმაციით, გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება 1.4%-ით გაიზარდა. ამასთან,არასახარბიელო ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, 10.1%-ით შემცირდა ჰიდრო გენერაცია. ამ პირობებში ელექტროენერგიის მოხმარება დაკმაყოფილდა გაზრდილი იმპორტით (+7.8% Y.Y) და თბოგენერაციით (+34.3% Y.Y), ასევე შემცირდა ექსპორტიც (-58.8% Y.Y). საბოლოოდ, 2019 წელს იმპორტში გადახდილმა თანხამ 78.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+3.4% წ/წ), ხოლო ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ აშშ დოლარი.

შესაბამისად, ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი წლიურად 24.2%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 70.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …