2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება

თბილისი (BPI) – 2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია დედაქალაქის იმ უბნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დედაქალაქის მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. თბილისის მერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 13-ვე ბაღი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები.

შემთხვევითი სიახლე

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ტენდერში Powerchina/Sinohydro-მ გაიმარჯვა

თბილისი (BPI) – კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში …