11 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ $3,05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051 მლრდ დოლარის შემოსავლი მიიღო, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით 1.2%-ით, ანუ 35,4 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 201,734 მლნ დოლარს, რაც 5.6%-ით ანუ 10,6 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …