10 ქართული კომპანია Paris-ის, Milan-ის, Shanghai-ს, London-ისა და Singapore-ს მოდის კვირეულებზე წარდგება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, და ევროკავშირის და  გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “კლასტერები განვითარებისთვის” მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მოცემულ სექტორში მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი, სინგაპური.

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …