1 იანვრიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა

2022 წლის 1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.

კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება:

·        რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები;

·        სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

·        საზოგადოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომელთა გამოყენება საწარმოს სურვილის შესაბამისად შეეძლება.

სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია ვებგვერზე:  www.matsne.gov.ge.

ახალი რეგულაციებით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ 2 წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 წლის განმავლობაში მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ.

შემთხვევითი სიახლე

მეორე კვარტალმა მოხსნა რეკორდი DDoS შეტევების ხანგრძლივობით

2022 წლის აპრილ-ივნისში, DDoS შეტევების მაქსიმალური ხანგრძლივობის რეკორდი რამდენჯერმე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „კასპერსკის …