ჯიპიაი ჰოლდინგი სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მარნეულსა და ბოლნისში შეუფერხებლად განაგრძობს

თბილისი (BPI) – მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები სამედიცინო მომსახურების ყველა სერვისს უწყვეტად, შეფერხების გარეშე იღებენ, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას, მიმართვას სპეციალისტთან საჭიროების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო სერვისების დაფინანსებას, საგარანტიო წერილს ოპერაციისათვის.  ჩვენს დაზღვეულებს, რომლებიც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, იზოლაციაში აღმოჩნდნენ, ოჯახის  ექიმი მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის” სამშობიაროს ბაზაზე არსებულ კლინიკაში ემსახურება (რუსთაველის ქ. #112). ,,ჯეოჰოსპიტალსის“ ეს სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მასზე კარანტინი არ ვრცელდება. პაციენტები იქვე, კლინიკიდან გაუსვლელად, იღებენ ყველა საჭირო ამბულატორიულ მომსახურებასაც, აუცილებლობის შემთხვევაში კი სხვა კლინიკებში გადამისამართდებიან. უსაფრთხოების მიზნით, ჯეოჰოსპიტალში ოჯახის ექიმის ვიზიტამდე დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე : 2505222 და დანიშნონ ვიზიტი:   ბოლნისის რაიონში ოჯახის ექიმის სერვისი კი, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია კლინიკაში “ახალი სამედიცინო ცენტრი” (აღმაშენებლსი #25).

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიდევ ერთხელ მიმართავს მაღალი რისკის მქონე  რეგიონში მცხოვრებ დაზღვეულებს, მათივე უსაფრთხოებისათვის, ექიმთან კონსულტაცია დისტანციურად, ტელეფონის საშუალებით გაიარონ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უკვე მეორე კვირაა კურაციოს ბაზაზე პირადი ექიმებისა და პედიატრების ჯგუფია მობილიზებული, იმისათვის რომ ჩვენმა დაზღვეულებმა შესაბამისი კონსულტაცია, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით მიიღონ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კლინიკა კურაციოს ცხელი ხაზი 2 43 01 01 და ასევე ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელი ხაზი  2 505 111, რომელთა მეშვეობითაც ექიმთან კონსულტაციის ჩანიშვნაა შესაძლებელი. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა სავარაუდო შეფერხების შესაძლებლობას ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში, მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ დაზღვეულებს რუსულენოვანი პირადი ექიმით მოემსახურება.

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულების მომსახურებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  შეუფერხებლად განაგრძობს. ჩვენს დაზღვეულებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩვენი ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმში მიიღონ კომპანიის ვებპორტალის www.gpih.ge საშუალებით, ან მობილური აპლიკაციით MYgpi (თავსებადია IOS და Android სისტემებზე), ამასთან ისარგებლონ ონლაინ დახმარებით კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულებს სთავაზობს სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ექიმის კონსულტაცია ან საჭირო მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშე,  ასევე საგარანტიო წერილი ოპერაციისთვის კლინიკაში წარსადგენად. ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი დაზღვევს პრემიის გადახდაც,

დაზღვევის შეძენა ან განახლება.  მომსახურების ცენტრებთან, რომლებიც ჩვენი დაზღვეულების და თანამშრომლების უსართხოების მიზნით, გასულ კვირას დაიხურა, სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც დაზღვეულებს საჭირო დოკუმენტაციის დატოვება შეუძლიათ. კომპანია მათ დროულ შესწავლას და საპასუხო ზომების მიღებას უზუნველყოფს.

ანაზღაურების გაცემა კი ერთი სამუშაო დღეში ხდება.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …