ჯავახეთის ეროვნულ პარკში ეკო-ტურისტული კოტეჯები აშენდება

თბილისი (BPI) – ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ორი ახალი ეკო-ტურისტული კოტეჯი აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 113 772 ლარი გამოიყოფა.

ეკო-ტურისტული კოტეჯების მშენებლობა ვიზიტორებს პარკის ტერიტორიაზე განთავსების ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ჯავახეთის ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველობის ზრდას.

პროექტის საერთო ღირებულებიდან 73950 ლარს ENPARD – ის პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ მერსი ქორფსი” დააფინანსებს, დარჩენილი 39820 ლარის თანადაფინანსებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელით მოახდენს „კავკასიის ბუნების ფონდი’’.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …