ხაზარაძე/ჯაფარიძემ ანაკლია ჰოლდინგი დატოვეს

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პირობა შეასრულეს. მათ ოფიციალურად დატოვეს ანაკლია ჰოლდინგისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭოში რობერტ-მაიკლ ქაუგილიმ, თეოდორ ჩარლზ ჯონასმა და ჯან-მარსელ ვუაზინმა უკვე დაინიშნა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე რობერტ-მაიკლ ქაუგილია არჩეული.

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …