ხაზარაძე: სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩვენ დიდ ქარ-ცეცხლში მოვყევით

თბილისი (BPI) – თიბისის დამფუძნებელს ლონდონიდან ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ მიუღია. ამბობს, რომ გააჟღერებს როგორც კი დასკვნა იქნება.

მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ თიბისის თემა მალე დაიხურება, ბანკს იმასთან დაკავშირებით რაც გაჟღერდა კავშირი არ აქვს. “არანაირი მსგავსი თემა, რაც გაჟღერდა, ახლოს არ არის არც ბანკთან, არცთანამშრომლებთან, არც მენეჯმენტთან, არც ბადრი ჯაფარძესთან და არც მამუკა ხაზარაძესთან.”

ხაზარაძე იმედოვნებს, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ბანკებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეთანხმება შედგება. ახსენებს, რომ 4 საერტაშორისო დონის ბანკს 8 პუნქტიანი მოTხოვნა აქვს, რომელტან დაკავშირებითაც მტავრობა საქმის კურსშია.

“როგორც ვიცი, მთავრობა განიხილავს ამ საკითხებს“.

„საუბარია 400 მლნ დოლარზე უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნა და სწორედ ეს მოთხოვნები განიხილება. მოვყევით საკმაოდ დიდ ქარცეცხლში სხვადასხვასახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამბობს, ომ სამშენებლო პროცესი კონსორციუმს არ შეუჩერებია, მხოლოდ გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი და ამის გამო მშენებლობის პროცესი არ შეჩერდება.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …