“ხაზარაძე მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს” – მამუკა ბახტაძე

თბილისი (BPI) – ექსპრემიერი ხაზარაძეს სიცრუეში ამხელს, ანაკლიის პორტთან მთავრობის დამოკიდებულის  არასათანადო შეფასებისთვის. მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა

“ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება. პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული”, – ექსპრემიერი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით  საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს $100 მლნ სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა.

“სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული“, -დასტურად მამუკა ბახტაძეს   ხელშეკრულებაში >40 ცვლილებას და 7 გადავადებას იხმობს.

“დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე” – ჯერ კიდევ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორობისას, აქტიურად ვუჭერდი მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის რეალიზაციის პროექტს; ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი – პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნისას”, – ბახტაძის თქმით, ხაზარაძე იტყუება.

“უსაფუძვლო ბრალდებამ კიდევ ერთი ფაქტი გამახსენა, მის მიმართ გამოძიების დაწყებისას, რომ დამაბრალა თითქოს ბიზნესასოციაციამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და არ შევხვდი”

ექსპრემიერი  ფინანსთა მინისტრობის რეფორმებსაც იხსენებს -” საბანკო სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დავიწესეთ, რითაც მოსახლეობის ძარცვას და 500-600% ჯარიმებს ბოლო  მოეღო”, – მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, ხაზარაძემ თქვას, რომ საკრედიტო პორტფელიც დაათმობინა, ვალების  განულების “ქართუს” დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …