ჭყონია McDonalds-ის 2 ახალი რესტორნის ასაშენებლად ემზადება

თბილისი (BPI) – მაკდონალდსის ქსელი ფართოვდება. საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზის მფლობელი კომპანია ორი ახალი ობიექტის მშენებლობის დასაწყებად ემზადება.

„თ და კ რესტორნების“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას თქმით, მერიისგან მშენებლობის ნებართვა უკვე მოპოვებული აქვთ და სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, 1 კვირაში დაიწყება.

მაკდონალდსის ახალი ფილიალები კახეთის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნება.

ამჟამად, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი საქართველოში 7 ფილიალს ფლობს.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

ტრანსპორტში პირბადე სავალდებულოა, კონდიცირების სისტემის ჩართვა კი იკრძალება

თბილისი (BPI) – მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ასევე ტრანსპორტში აკრძალული იქნება …