ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ გამზირზე სანაგვე ურნები მიწის ქვეშ განთავსდება

თბილისი (BPI) – ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება, სანაგვე ურნები მიწის ქვეშ განთავსდება. პროექტი საპილოტეა.

გამზირზე მოწესრიგდება კომუნიკაციები და გარე განათება, მოეწყობა საფეხმავლო  ბილიკები და ავტობუსის ზოლები.

„ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ. რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა მერმა.

პროექტი მომავალში სხვა რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გამზირებზეც განხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …