წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალ გზა რამდენიმე თვეში სარემონტო გახდა, უარყოფს. ფონდში განმარტავენ, რომ ამ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

წყნეთი-ბეთანიის გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა და პროექტის განხორციელებაში ჩართულმა გერმანელმა სპეციალისტმა დაათვალიერეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა. გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში, მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.

საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას.

მშენებლობის პროცესში მოხდა საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ …