წლიური ინფლაცია იანვარში 6,4%-ია

თბილისი (BPI) – რამდენიმე თვიანი მაღალი ინფალციის შემდეგ, 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 6,4%-მდე შენელდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 5.9%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 4.4% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4%-ით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

რა უნდა ვიცოდეთ სადეზინფექციო საშუალებების შერჩევისას

თბილისი (BPI) – სადეზინფექციო საშუალებების შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, მთავარია დეზინფექტანტი გაუმკლავდეს და გაანადგუროს …