ჩხოროწყუში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

თბილისი (BPI) – ქვედა ჩხოროწყუში ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. საწარმოს  ფუნქციონირებისათვის ინვესტორმა  127 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 10 სამუშაო ადგილი შექმნა. კომპანია ყოველწლიურად 90 ტონა დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში შპს „ჯუმითი-2014“-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა. ამასთან, შპს ჯუმითი 2014  „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარია, საწარმოს მშენებლობისთვის და მანქანა დანადგარების შეძენისთვის გრანტის სახით სახელმწიფოსგან  376,000 ლარი აქვს მიღებული. 

2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 308 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 675,4 მლნ ლარს აღემატება. სულ შეიქმნება 11 700-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …